რეფლაქსია
დამთავრდა ტრენინგის მეცხრე დღე. რომლითაც დავამთავრეთ ინტელის ძირითადი კურსი.მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, რამაც ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დამაყენა. მე ვთვლი რომ ამ ტრენინგმა ერთი ნაბიჯით წინ წაწია ჩემი კვალიფიკაცია რაც ერთობ სასიამოვნოა და პროდუქტიული. ტრენინგის ბოლოს მაქვს გამზადებული პროეტი გაკვეთილი რომელიც ელოდება განხორციელებას. მადლობა ვუხდით ცვენს ტრენერს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.
Friday, October 31, 2014
Wednesday, October 29, 2014
რეფლექსია
პროექტის მერვე დრეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის შაბლონი და მოვიყვანეთ სისრულეში. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.გარდნერის თეორიაზე,შევავსეთ პროექტის გეგმების აქტივობები.
შევისწავლეთ ბლოგში დიზაინის შეცვლა და გაჯეტების დამატება. ნებისმიერ დროს შემიძლია ბლოგი შევცვალო თავის შეფერილობით და დასათაურებით.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.
Friday, October 24, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე.დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით რომ შეფასების დროის ჩარჩოში ჩავამატეთ შეფასების ფორმები, ვისწავლეთ "უკუკავშირი", რომელსაც სარგებელი მოაქვს მოსწავლისათვის, ვინც მას გასცემს და ვინც მას მიიღებს. უკუკავშირის პროცესში მოსწავლე უკეთ აყალიბებს და პასუხობს შეკითხვებს. ასევე დავიწყეთ მუშაობა აქტივობებზე.
Wednesday, October 22, 2014
დღეს ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღეა უფრო მრავალფეროვანი და ნაყოფიერი იყო,კმაყოფილი ვარ სახელმძღვანელოთი რომლითაც ვსარგებლობთ.პოვერ პოინტში შევქმენით სლაიდები ანუ პრეზენტაცია ჩემი პროექტის შესახებ.
მომეწონა პრეზენტაცია მონსტრების შესახებ.ბოლოს მე თვითონ გამოვედი მოსწავლის როლში და შევასრულე ერთ-ერთი დავალება.გავაანალიზეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული დავალება და რამდენად უნდა იყოს ნათელი და გამჭირვალე.მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის,რომელიც გასაგებად და გარკვევით გვიხსნის ახალ მასალას.
მომეწონა პრეზენტაცია მონსტრების შესახებ.ბოლოს მე თვითონ გამოვედი მოსწავლის როლში და შევასრულე ერთ-ერთი დავალება.გავაანალიზეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული დავალება და რამდენად უნდა იყოს ნათელი და გამჭირვალე.მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის,რომელიც გასაგებად და გარკვევით გვიხსნის ახალ მასალას.
Wednesday, October 15, 2014
ტრენინიგის მეხუთე დღე.დღევანდელი ტრენინგი იმით იყო მნიშვნელოვანი რომ ვისწავლეთ რამდენად იყო მნიშვნელოვანი დროში გაწერილი შეფასების დროის ჩარჩო. გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს,რომელიც დაყოფილი იყო 5 კატეგორიად, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლეების შესაფასებლად და მასწავლებლისათვის დასახოს მომავალი გეგმა.
ამის შემდეგ პროექტს უფრო ნაყოფიერად დავგეგმავ და სწორედ შევაფასებ პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპს.
Friday, October 10, 2014
რეფლექსია,დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა. ჩვენ ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ინტერნეტში გუგლიდრაივში გავაზიარეთ ჩვენს მიერ დაწერილი მიმართულების ზოგადი კითხვები, გავეცანით გუგლიდრაივში მუშაობას, დავგეგმეთ პროექტისათვის აქტივობების წერა.მადლობა ჩვენს ტრენერს, რომელმაც საუკეთესოდ აგვიხსნა და გაგვაცნო ახალი თემა.
Wednesday, October 8, 2014
Friday, October 3, 2014
მეორე დღე
დასრულდა ტრენინგის მეორე დღე,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, რომელიც შემდეგში ძალიან გამომადგება. გავიგე რა დანიშნულება აქვს ჩეკლისტს და ვიცი უკვე რა დროს გამოვიყენო. ვისწავლე და შევქმენი პორტფოლიო თავისი ფაილებით. თითოეულმა პედაგოგმა დაასახელა თავისი დასამუშავებელი გეგმის იდეები. დღევანდელი ტრენინგით ვარ დატვირთული იდეებით და მაქვს მონახაზი თუ როგორ ვიმუშაო ჩემს მიერ არეულ პროექტზე.დოკუმენტები შევინახე ჩემს საქაღალდეში.მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის რომელიც გასაგებად და გარკვევით გვიხსნის სასწავლო მასალას.
Wednesday, October 1, 2014
1 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგ კურსი. შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიო. გავეცანი onlaine სახელმძღვანელოს, გავეცანი ჩემთვის საინტერესო სიახლეებს. შევქმენი ინტელის გვერსის ბლოგი და დავდე ჩემი პირველი დღის რეფლექსი. გავეცანი თუ როგორ უნდა შევქმნა პროექტები რომელიც დამეხმარება სასწავლო პოცესის დაგეგმვაში. წიგნში ვისწავლე ნავიგაცია.
ტრენერი ძალიან კარგად გვიხსნიდა და გარკვევით პასუხობდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
Subscribe to:
Posts (Atom)